მეღვინეობა სფრინგ ფილდსის შექმნილი ღვინოები ვისაც გაუსინჯავს აუცილებლად შენიშნავდა მეღვინის ექსპერიმენტულ მიდგომას. განსაკუთრებით მუსკატის ჯიშზე. გეცოდინებათ რომ ეს ჯიში მრავალნაირი სახით გვხვდება და ექპერიმენტებიც თითქოს ამოუწურავია.
ჯიშიც რომ არა იდეა და მიდგომა ძალიან ახლოს არის მეღვინეობის მთავარ არსთან, რადგან მეღვინეობაც ბუნებით ხომ ექსპერიმენტია. ვენახი ყოველ წელს განსხვავებულ მოსავალს იძლევა. წინასწარ და ბოლომდე დარწმუნებით ვერასოდეს იტყვი რა ხასიათის ყურძენს მიიღებ და რა ბუნების დადგება ღვინო.
ყოველი რთველი ახლიდან დაბადებაა, ღვინის ყოველი დუღილი - ახალი ექსპერიმენტი. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ მეღვინესაც იგივე ხასიათი აქვს რასაც ემსახურება. არ კმაყოფილდება მხოლოდ ბუნებისგან შეთავაზებულთ და თვითონაც ახვედრებს თავის იდეებს.