ღვინის შესახებ
ღვინოს ახასიათებს ინტენსიური ქარვისფერი შეფერილობა, არის კრიალა და გამჭირვალე. აქვს ინტენსიური არომატული სტრუქტურა: შესამჩნევია მწიფე ლიმონის, ჩამწიფებული ატმის, გარგრის ჩირის, ქიშმიშისა და თეთრი ბლის, ასევე მწვანე ჩაის, ჯინჯერისა და სხვადასხვა სანელებლების არომატები. გემოზე არის რბილი მაგრამ ამავდროულად ენერგიული, აქვს დაბალანსებული მწიფე ტანინები, საშუალო მჟავიანობა და გემოს საშუალო ხანგრძლივობა. ღვინო იდეალურია ახლა მისართმევად და შესაძლებელია დაძველება 2035 წლამდე. კარგად შეეხამება აზიურ და ინდურ ცხიმიან კერძებს. რეზი ცეცხლაძე
მეღვინე, ღვინის ექსპერტი, WSET Level 3
მოცულობა
750მლ
ალკოჰოლი
13.5%
ფერი
- ქარვისფერი
არომატი
- სანელებლები
- ყვითელი ხილი
გემო
- სხეულიანი
- ტანინიანი
ტექნოლოგია
- ქვევრი
ჯიში
- მწვანე
ადგილი
- ახმეტა
რეგიონი
- კახეთი
წელი
2022