Georgian Wine Shop & Bar
პირობები

ჩვენს მაღაზიაში ღვინოები შემოდის ფარული დეგუსტაციის გზით.

სპეციალური კომისია აფასებს ღვინოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწვეული 4 ან 5 პროფესიონალი დეგუსტატორი შეფუთულ მდგომარეობაში მყოფ ბოთლებს სინჯავენ. თუ მათი შეფასებით, ღვინოს არ აქვს მიკრობიოლოგიური ან სოკოვანი დაავადება და ამასთანავე ორგანოლეპტიკურად განვითარებულია, მაშინ ისინი შეაფასებენ ღვინოს 5 ქულიანი სისტემით. იმისათვის, რომ ღვინო მოხვდეს 8000 მოსავალის თაროზე, მან მინიმუმ 3 ქულა უნდა მოაგროვოს.

პროცესები

თუ გსურთ რომ თქვენი ღვინო მოიტანოთ დეგუსტაციაზე, ერთი ბოთლი ნიმუშად უნდა დატოვოთ ჩვენს ერთ-ერთ ფილიალში 11:00-დან 18:00-მდე. ამასთანავე, ბოთლს თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია, რომელსაც ადგილზეც შეავსებთ: 

1) ღვინის ტიპი 

2) მოსავლის წელი 

3) ტექნოლოგია 

4) თქვენი სახელი და გვარი 

5) ტელეფონის ნომერი 

6) ელ-ფოსტა 

7) კომპანიის სახელი თუ ეტიკეტზე მითითებულია ტექსტი, მაშინ ინფორმაციის დატოვება არ არის აუცილებელი.


დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ
Up