Georgian Wine Shop & Bar
მწარმოებელი
არჩილ გუნიავა

მარანი და ვენახები მემკვიდრეობით წინაპრებისგან ერგო. ბაბუამ, ახლანდელი მარნის ადგილზე, პირველი ქვევრები 1928 წელს ჩაფლო, მას შემდეგ, რაც ხუთი ძმის დიდი ოჯახი და მარანი გაიყო ხოლო თითოეულს შვიდ-შვიდი ტონა ტევადობის ქვევრები შეხვდა შესაბამისი ინვენტარით, მოწყობილობებით და რა თქმა უნდა, ვენახებით. მარანი დასავლეთ იმერეთში,ზესტაფონის რაიონ, სოფელ კვალითში, მდებარეობს, სადაც 1,5 ჰექტარზე აქვთ გაშენებული იმერული ენდემური ვაზის ჯიშები. ოჯახი ორგანულ მევენახეობას მიჰყვება და ნატურალურ ღვინოს აწარმოებს, დაახლოებით 15 ათას ბოთლს წლიურად. ამავდროულად , არჩილ გუნიავა ქართული ნატურალური ღვინის ასოციაციის წევრია.

ამ კატეგორიაში პროდუქცია არ არის

Up