ჯაფარა მცირე საოჯახო მეღვინეობაა, რომელიც ბოლნისის მიკროზონაში მდებარეობს. მათ ასორტიმენტში არაერთ საინტერესო ჯიშს შეხვდებით მათ შორის ასურეთულ შალას, რომელიც ერთ-ერთი უნიკალური და მცირედ წარმოებული ჯიშია. ჯაფარას მეღვინეობა წელიწადში 5 ათას ბოთლს აწარმოებს, როგორც ჯაფარას თანადამფუძნებელი ეკა რეხვიაშვილი გვიყვება მათ სამომავლო გეგმებში რაოდენობის გაზრდა არ შედის, რადგან სურთ დარჩნენ მცირე საოჯახო ტიპის მეღვინეობად. ეკამ ასევე აღნიშნა, რომ რადგან მხოლოდ ოჯახია ჩართული ღვინის წარმოებაში, ამაზე მეტი რაოდენობის მართვას თავად ვერ შეძლებენ, შესაბამისად ღვინის ხარისხი დაეცემა, მათთვის კი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რომ ხარისხია.