პროფესიით ფინანსისტი ვარ, მაგრამ ჩემი ოჯახში ყოველთვის იყო ღვინის დაყენების
ტრადიცია. 2015 წელს, სრულიად სპონტანურად გადავწყვიტე მამაჩემისთვის საჩუქარი
გამეკეთებინა და ჩვენი ღვინო ბოთლში ჩამომესხა და შემეფუთა. ამ გამოცდილებამ ინტერესი
გამიჩინა ბოთლის ღვინის წარმოებისადმი და მალევე ჩემი დანაზოგის ნაწილი ყურძნის
შესაძენად გამოვყავი.
ჩემს პირველ მცდელობას ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა, რამაც დიდი სტიმული მომცა,
უფრო მიმიზიდა მეღვინეობისკენ და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, მთლიადან ღვინის
წარმოებისთვის დამეთმო ჩემი დრო.
დღეს მე ვარ ჩემი კომპანის ყველაფერი: მეღვინეც, ბუღალტერიც, დისტრიბუტორიც.
აქტიურად ვცილობ მეტი ვისწავლო ამ ინდუსტრიის შესახებ, ვკითხულობ, ვისმენ და
მონაწილეობას ვიღებ ყველა ფესტივალში.