მეღვინეობა მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, დედაქალაქთან ახლოს, სოფელ ბიწმენდში. მეღვინეობას ჰყავს კონსულტანტი, პროფესიონალი მეღვინე, ლექტორი და პროფესორი, დავით ჩიჩუა. სახელიდანვე ჩანს, რომ მეღვინეობა ფლობს 39 ქვევრს, რომელსაც იყენებს ღვინის წარმოებაში. წარმოება არ აღემატება 50,000 ბოთლს.
ღვინოს აქვს საშუალო ინტენსივობის ქარვისფერი შეფერილობა, არის გამჭირვალე და კრიალა. ახასიათებს ჩამწიფებული თეთრი ხილისა და მურაბების არომატი, სერვირებამდე საჭიროებს 20-30 წუთიან დეკანტაციას. გემოზე: საშუალო სხეული, საშუალო მჟავიანობა, რბილი ტანინები, და საშუალო დაბოლოება. ღვინო იდეალურია ახლა მოხმარებისთვის თუმცა შესაძლებელია რამდენიმე წელი დაძველდეს ბოთლში, 2029 წლამდე. ღვინო კარგად შეეხამება აზიურ მოტკბო-მოცხარო კერძებს.
რეზი ცეცხლაძე
მეღვინე, ღვინის ექსპერტი, WSET Level 3
- თეთრი ხილის ჩირი
- მწიფე თეთრი ხილი
- სხეულიანი
- ტანინიანი
- ქვევრი
- რქაწითელი
- კახეთი