ანემოს დამფუძნებელი და მეღვინეა ანნა გოდაბრელიძე. ანნა ქართული თანამედროვე მეღვინეობის პიონერი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, ანნა ღვინის ეროვნული სააგენტოს, დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომიტეტის თავმჯდომარეა. მნიშვნელოვანია მისი როლი ახალგაზრდა მეღვინეების აღზრდაში, იგი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის ლექტორი და მეღვინეობის პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელია.